stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

27 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1680

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2673

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ახალი ამბები

თურქეთში საქართველოს ელჩი – დილით დაკარგულთა სიაში 10 მოქალაქე დაგვხვდა, 7 ვიპოვეთ

06.02.2023 / 6 თებერვალი 2023
თურქეთში საქართველოს ელჩი – დილით დაკარგულთა სიაში 10 მოქალაქე დაგვხვდა, 7 ვიპოვეთ

დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, შვიდი ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.


ჯანჯღავამ მოუწოდა თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საქართველოს საელჩოს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ ადგილმდებარეობასთან და საკონტაქტო ინფორმაციასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. რამდენიმე მოქალაქესთან პირდაპირ ხაზზეც ვიყავით. ახლა ათ მანდილოსანთან, რომლებიც იქ მუშაობენ და ჩარჩენილი არიან, გვქონდა სატელეფონო საუბარი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველასთან გვქონდეს გარკვეული კომუნიკაცია. ჭირს საუბრები, ინტერნეტი გათიშულია და ზოგ ქალაქში საერთოდ დაბლოკილია და არ მუშაობს, რადგან დაზიანებებია. ტელეფონებით, მოკითხვით და სხვა ახლომდებარე ქალაქებიდან გადარჩენილი ქართველების მეშვეობით ვცდილობთ მათთან დაკავშირებას.


ჩვენი საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი. ბევრი არის თანადგომის, შეხსენების, ინფორმაციის გამო, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ კონკრეტულ ქალაქში ამა თუ იმ ტელეფონზე შეიძლება იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი მხრიდან ამის გადამოწმება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩვენ ათეულობით მოქალაქესთან გვაქვს კომუნიკაცია. გამოკითხვის შემდეგ, დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, საბედნიეროდ, 7 ვიპოვეთ და 3-ის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით. ამ 7 მოქალაქიდან 3 უკვე ქალაქიდან გასული იყო, 4 იყო დარჩენილი და ისინი ჯანმრთელად და კარგად არიან“,- განაცხადა ელჩმა.
ამასთან, ელჩის თქმით, მოქალაქეებს ანკარაში გადაყვანა შესთავაზეს და თუ საჭირო გახდება აღნიშნულ ზომასაც მიმართავენ.


„მოქმედების არეალი არის ძალიან დიდი. არის ჩაკეტილი ზონა და იქ გადაადგილება შეუძლებელია, მაგრამ, როგორც ვიცით მოქალაქეებისგან, ბევრს შევთავაზეთ, რომ გადმოგვეყვანა ანკარაში ან სხვაგან, მაგრამ ჯერჯერობით ისინი არიან დაცულ ტერიტორიებზე თურქეთის მთავრობის მფარველობის ქვეშ. თუ საჭირო აღმოჩნდა მათი გადმოყვანა, ჩვენ ამას დიდი სიამოვნებით დავიწყებთ“,- დასძინა ელჩმა.


გიორგი ჯანჯღავას თქმით, გარდაცვლილთა გადმოსვენების პროცესი უკვე დაიწყეს.
„თუმცა ეს ძალიან რთული პროცედურა იქნება, რადგან ადგილზე შექმნილი ვითარების გამო პროზექტურებთან კავშირი ძალიან ჭირს. პროზექტურიდან უნდა ავიღოთ ნებართვა და ის კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა საქართველოს მოქალაქეთა გადასვენების საკითხებში, მზად არიან, რომ ჩაერთონ. მათ უკვე მივეცით მითითება ამასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, რომ გადმოსვენების პროცედურას სტანდარტულზე მეტი დრო დასჭირდეს. ეს იქნება დამოკიდებული ადგილზე არსებულ ვითარებაზე. იმ პროზექტურაში, რომელშიც პირველი გარდაცვლილი მოქალაქე ასვენია, ასევე არის ათეულობით გვამი. აქედან გამომდინარე, რაიმე კონკრეტულის თქმა გვიჭირს, თუმცა ჩვენ მაქსიმუმ გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოქალაქე გადმოვასვენოთ საქართველოში“,- განაცხადა ელჩმა.


ჯანჯღავა მოქალაქეებს მოუწოდებს, პანიკას არ აყვნენ.
„პანიკას არ უნდა ავყვეთ. მოხდა საშინელი, საზარელი ტრაგედია. სახელმწიფო მათ გვერდით უდგას. საელჩოში არის ცხელი ხაზი ამოქმედებული, ასევე საელჩოს ტერიტორიაზე არის შექმნილი შტაბი. ჩართულია ჩვენი გენერალური საკონსულოები სტამბოლსა და ტრაპიზონში. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს, რაც ჩვენზე არის დამოკიდებული. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად დაგვეხმარონ ჩვენ, რათა ჩვენ დავეხმაროთ მათ. დახმარებაში ვგულისხმობ იმას, რომ მოგვცემ მაქსიმალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ სად ვინ მდებარეობს, შეძლებისდაგვარად კი მათი ტელეფონის ნომრები და საკონტაქტო ინფორმაცია – ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

Banner 1
წინა პოსტი

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

შემდეგი პოსტი

კალა-უშგული მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

თურქეთში საქართველოს ელცის განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია

თურქეთში საქართველოს ელცის განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე სენაკელია

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე სენაკელია

დღის ამბები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა

წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში