stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიპოლიტიკა

კახა კალაძე: თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციური გზით და მთავრობის დამხობით რაიმეს მიაღწევს ამ ქვეყანაში, ძალიან ცდება. ასეთ ქმედებებს ყოველთვის მოჰყვება მკაცრი რეაგირება

08.04.2023 / 8 აპრილი 2023
კახა კალაძე: თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციური გზით და მთავრობის დამხობით რაიმეს მიაღწევს ამ ქვეყანაში, ძალიან ცდება. ასეთ ქმედებებს ყოველთვის მოჰყვება მკაცრი რეაგირება

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გარკვეული ოპოზიციური ძალები კანდიდატის სტატუსის თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

დედაქალაქის მერის თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, თუმცა კანონის გვერდის ავლით, ქვეყანაში არეულობის გამოწვევისკენ მიმართული ქმედებებზე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

„ეს ადამიანები არ მალავენ იმ ზრახვებს, რაც აქვთ – ქვეყანაში მოაწყონ დაპირისპირება, არეულობა. ერთ-ერთს ინტერვიუში წამოცდა და გააჟღერა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც აქვთ ჩაფიქრებული კანდიდატის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით. ასეთი რამ თქვა – აი, დეკემბერში, როდესაც სტატუსს არ მოგვცემენ, ეს ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება. ვიცით, ჩვენ ამ სტატუსს რისთვის იყენებენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრჯერ მითქვამს – ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას. იმ ქვეყნებს შორის, ვისაც რეალურად ჰქონდა რაღაც გაკეთებული და წინგადადგმული ნაბიჯები, ეს იყო საქართველო. გულდასაწყვეტია, ის რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მეორე მხრივ, საზოგადოებასაც ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ეს აქვთ თემად აწეული, რომ თუ სტატუსს არ მოგვცემენ დეკემბერში, უნდათ გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის მიზნით, დაპირისპირების მიზნით და ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ამ ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ, პარტიას, ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა, თავისი მოსაზრებები გამოხატოს, დააფიქსიროს ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაც დაპირისპირებით, რაღაც რევოლუციური გზით, მთავრობის დამხობით რაიმეს მიაღწევს ამ ქვეყანაში, ძალიან ცდება. ასეთ ქმედებებს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან, ყოველთვის მოჰყვება მკაცრი რეაგირება. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება სიმშვიდე, მშვიდობა რომ მოხდეს ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Banner 1
წინა პოსტი

მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ბოლო პერიოდში, ვხედავთ მათ მიერ ჩატარებულ ტრენინგებს, ქუჩაში გამოყვანილ ახალგაზრდებს და მცდელობას, თითოეული ჩვენგანის ფრაზა იმგვარად მოჭრან, რომ თითქოს ჩვენ ახალგაზრდებს ვამუნათებთ

შემდეგი პოსტი

მამუკა მდინარაძე 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე: რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ბედავენ და ამ თარიღში ატარებენ თავის აქციებს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე: მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

კახა კალაძე: მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

კახა კალაძე: მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები. სტიქიამდე დატოვეს სასტუმრო, მაგრამ იქ რომ ყოფილიყვნენ, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიების დროს, არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში და არ გადმოეყვანათ?

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა