სამუშაო შეხვედრა პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ბადრი კალანდარიშვილთან, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან ნანა ზარანდიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, CEMR-ში ეროვნულ კოორდინატორს, გენდერის ექსპერტს ნათია ღვინაშვილს და ექსპერტს – ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში, შორენა კოჭლამაზაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფის წევრებს, პროექტის დეტალები და საკონკურსო პირობები გააცნეს.
პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოქალაქეებზე ორიენტირებული მომსახურებების გაწევის მიზნით, დებულება შეიმუშავა, სადაც დეტალურად არის ასახული ის ამოცანები, რომლებიც საგრანტო წინადადებებისა და მცირე პროექტების დასაფინანსებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში პროექტის მხარდაჭერას, ასევე საგრანტო კონკურსის გამოცხადების შემდეგ, მიზნობრივ აუდიტორიასთან ინფორმაციის გავრცელებას, ბიზნეს პროექტების მომზადების პროცესში ადმინისტრირების კუთხით კონსულტაციის გაწევასა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის სისტემის შემუშავებას ითვალისწინებს.
გენდერული ბალანსის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე საგრანტო კონკურსი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში განხორციელდება.




