მარტვილის კანიონი „ტურიზმის ოსკარის“ გამარჯვებულია

მსოფლიო ტურიზმის ოსკარად წოდებული „World Travel Awards“-ის გამარჯვებული მარტვილის კანიონია. მარტვილის კანიონმა – საქართველოში ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ობიექტის ტიტული მოიპოვა.
,,World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. ღონისძიებას წელს ბათუმმა უმასპინძლა.
ევროპის გალა ცერემონიის ფარგლებში ბათუმს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა.






