მეორე ტურის კამპანიას სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს

“საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიას სათავეში სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება” -ასე ვარაუდობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია და აცხადებს, ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში მსგავსი შედეგები მოულოდნელი იყო და ყველა ნაწყენია.
„შედეგები ცივი შხაპვით არის. მთავარი კითხვაა, როგორ მოვახერხეთ, რომ ექვსი წლის თავზე, ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია. ამის მიზეზები ხელის გულზე დევს.
ალბათ, საარჩევნო კამპანიას ბიძინა ივანიშვილი გაუძღვება და ვის რას დაავალებენ, გამოჩნდება. მოსახლეობის მობილიზაცია უნდა მოხდეს, რომ პერსპექტივა და ხიფათი არ დავუშვათ, რაც ქვეყანას ელოდება, თუკი სააკაშვილის ნაცვალი გაპრეზიდენტდება”, – განაცხადა ქანთარიამ.
მსგავსი სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ყველა დღეს, სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი

ბიძინა ივანიშვილი: პირადად მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები!




