ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს კიდევ ერთი ხეივანი-თაღედი შეემატა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს კიდევ ერთი ახალი ხეივანი-თაღედი შეემატა. ვარდების ხეივანი-თაღედი მოეწყო I სექტორის მე-40 და 41-ე თარგებს შორის მდებარე ბილიკზე.
„აღნიშნულ ლოკაციაზე 28 სახეობის 56 ერთეული სხვადასხვა ფერის ხვიარა ვარდები დაირგო.
ვარდების ხეივანი აამაღლებს ბოტანიკური ბაღის ცნობადობას და გაზრდის ოჯახურ გარემოში კომფორტულად დასვენების მსურველი ვიზიტორების რაოდენობას.“ – წერია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




![ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ორი თეთრი გედი შეემატა [ფოტორეპორტაჟი]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2025%2F04%2F%E1%83%A52-960x695.jpg&w=3840&q=75)

