stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

27 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1680

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2673

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიკულტურა

სენაკის თეატრში „ჩიპოლინოს“ პრემიერას ვიცე-პრემიერი დაესწრო

21.01.2024 / 21 იანვარი 2024
სენაკის თეატრში „ჩიპოლინოს“ პრემიერას ვიცე-პრემიერი დაესწრო

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „ჩიპოლინოს თავგადასავალი“ დაიდგა.

პრემიერას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„ჩიპოლინოს თავგადასავალი“ არის მუსიკალური, კოსტიუმირებული ზღაპარი ულამაზესი სიმღერებით, ცეკვებითა და კომედიური დიალოგებით, რომელშიც იტალიელი მწერლის, ჯანი როდარის, გამოგონილი მთავარი გმირი – კეთილი და გულუბრყვილო ხახვი-ბიჭუნა, სახელად ჩიპოლინო, მეგობრებთან ერთად ებრძვის ბოროტმოქმედ გმირებს, იმარჯვებს და აკეთილშობილებს მათ. ზღაპარი არის შემეცნებითი ხასიათის, ბავშვებს ასწავლის მეგობრობას, ერთგულებას, სიყვარულს, განსხვავებას სიკეთესა და ბოროტებას შორის.

ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია სენაკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა; სცენოგრაფია და მხატვრობა ეკუთვნით აივენგო ჭელიძეს, ემილ გეგენავასა და მალხაზ კორთხონჯიას; კომპოზიტორი და სიმღერების ტექსტების ავტორია კოტე მალანია, ქორეოგრაფი – გია მარღანია, კოსტიუმების მხატვარია სოფი ჩალაშვილი, კოსტიუმები შეკერა მაკა კილასონიამ; რეჟისორის თანაშემწეა ლალი გაბელაია.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ირაკლი ადამია, ტარიელ ზურაბაშვილი, ლადო კოკაია, ზურაბ ზურაბაშვილი, ჯამბულ ჭანტურია, ლალი გაბელაია, ელგუჯა ნოდარიძე, ეკა კოღუა, თამარ აბშილავა-კობახიძე, გიორგი მურუსიძე, ზვიად ზურაბაშვილი, რაულ კიკალეიშვილი, დიანა თურქია, ამირან მალანია და ანასტასია ზუხბაია.

სპექტაკლში, ასევე, მონაწილეობენ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და დიმიტრი ჯაიანის სახელობის კულტურის ცენტრის ერთობლივი თეატრალური ხელოვნების სკოლა-სტუდიის აღსაზრდელები.

სპექტაკლის შემდეგ კულტურის მინისტრმა მოინახულა სენაკის დრამატულ თეატრში მოქმედი მუზეუმი, რომელიც განახლდა სამინისტროს კონკურსის – „სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დრამატულ თეატრებში“ – ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, კერძოდ, აღდგა სამუზეუმო მასალა, შეიქმნა ელექტრონული არქივი, მოეწყო საექსპოზიციო სივრცე.

კონკურსი 2023 წელს პირველად ჩატარდა და მისი მიზანია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დრამატულ თეატრებში არსებული მუზეუმების ფუნქციონირების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა, ფონდების შევსება-განახლება, ექსპონატების რესტავრირება, სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვის მოწესრიგება. მნიშვნელოვანია, რომ დრამატული თეატრების მუზეუმები ქმნის და ინახავს ქართული თეატრის, სარეჟისორო-სამსახიობო ხელოვნების, სცენოგრაფიის ისტორიას.

Banner 1
წინა პოსტი

სოფო ჯაფარიძე და ვაჟა გაფრინდაშვილი ზუგდიდის ბაზარში მოქალაქეებს შეხვდნენ

შემდეგი პოსტი

სოხუმში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი სამეგრელოს სტუმრობდა

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი სამეგრელოს სტუმრობდა

პრემიერი ფოთში დამოუკიდებლობის დღის ღონისიძიებებს დაესწრო

პრემიერი ფოთში დამოუკიდებლობის დღის ღონისიძიებებს დაესწრო

ვიცე პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი ვლაქერნობის დღესასწაულზე იმყოფებოდა

ვიცე პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი ვლაქერნობის დღესასწაულზე იმყოფებოდა

დღის ამბები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა

წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში