არჩილ თალაკვაძე: 6 თებერვლის კვირაში, რეგლამენტის სრული დაცვით მოხდება პრემიერ-მინისტრის და მის მიერ წარდგენილი განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება

საგაზაფხულო სესია იხსნება 6 თებერვალს და 6 თებერვლის კვირაში, რეგლამენტის სრული დაცვით მოხდება პრემიერ-მინისტრის და მის მიერ წარდგენილი განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ვადასტურებ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. უახლოეს დღეებში ჩატარდება „ქართული ოცნების“ ყრილობა, მანამდე კიდევ ერთი პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უკვე პრემიერ-მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იქნება შეთავაზებული ყრილობისთვის. ამის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში. იცით, რომ საგაზაფხულო სესია იხსნება 6 თებერვალს და 6 თებერვლის კვირაში, რეგლამენტის სრული დაცვით მოხდება პრემიერ-მინისტრის და მის მიერ წარდგენილი განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მსგავსი სიახლეები

ბექა ვაჭარაძე: ბოლო წლებში, რეგიონებში, ძალიან ბევრი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ფოთი, მეორე წელია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დამატებით 20 მლნ ლარის დაფინანსებას იღებს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება მოხდება




