stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

სენაკის მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ კონკურსში გამარჯვებული პროექტი განახორციელა

სენაკის მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ კონკურსში გამარჯვებული პროექტი განახორციელა

25 ნოემბერი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

140

ამბები სამეგრელოდან

1783

ამბები სვანეთიდან

105

არჩევნები

355

ახალი ამბები

4422

დღის ამბები

2794

დღის ფოტო

86

ეკონომიკა

137

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

26

კულინარია

9

კულტურა

333

მთელი კვირა

1

მსოფლიო

135

პოლიტიკა

932

რეკლამა

697

საზოგადოება

235

სამართალი

194

სპორტი

245

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

38

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიდღის ამბებიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით

23.02.2024 / 23 თებერვალი 2024
ირაკლი კობახიძე – ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით

ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.,

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა 2030 წლისთვის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს.

„მინდა შევაჯამო ბრიუსელში გამართული ვიზიტი, რომელიც, ვფიქრობ, შეასრულებს მნიშვნელოვან დადებით როლს ევროკავშირთან და ნატოსთან ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების თვალსაზრისით.

როგორც მოგეხსენებათ, ვიზიტის ფარგლებში, შედგა ორმხრივი შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისართან გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან, ევროკომისართან ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ევროკავშირ- საქართველოს ასოცირების საბჭოს და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომები. ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა პარტნიორების განსაკუთრებული კეთილგანწყობა ჩვენი ქვეყნის და დელეგაციის მიმართ, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ჯოზეფ ბორელმა ჩვენთან საუბარში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა როგორც საუკეთესო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. ძალზედ საქმიანად და პოზიტიურად წარიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო როგორც თანამშრომლობის ზოგად მიმართულებებს, ისე კონკრეტულ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომლებითაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი მოქალაქეები სარგებლობენ.

„ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოვყოფ ევროპელი პარტნიორების მკაფიო დაპირებებს საქართველოს ერთიანი ევროპულ ანგარიშსწორების სისტემაში ინტეგრირებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის როუმინგისა და მობილური ინტერნეტის ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით.

ქართული დელეგაციის სახელით ჩვენი ინტერესების ეფექტიანი წარმოდგენისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის წევრებს.

ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რაც ვთქვი ბრიუსელში – 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ ამოცანის შესასრულებლად საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს“, – განაცხადა კობახიძემ.

Banner 1
წინა პოსტი

მარტვილში  საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შემდეგი პოსტი

ირაკლი ზარქუამ პარლამენტის ტრიბუნიდან განათლების სამინისტროს მეგრულად მიმართა და სთხოვა მეგრული, სვანური და აფხაზური ენები სკოლებში ასარჩევად იყოს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: პირობას ვაძლევთ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მყარი ნდობა გამოგვიცხადა, რომ მშვიდობასა და სტაბილურობას ვერავინ შეარყევს, საქართველო ჯიუტად განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით

ირაკლი კობახიძე: პირობას ვაძლევთ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მყარი ნდობა გამოგვიცხადა, რომ მშვიდობასა და სტაბილურობას ვერავინ შეარყევს, საქართველო ჯიუტად განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით

ირაკლი კობახიძე: შემაშფოთებელია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო

ირაკლი კობახიძე: შემაშფოთებელია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო

ბექა ვაჭარაძე: „ჩენი ახალგაზრდა სპორტმენების წარმატებები განსაკუთრებით საამაყოა და გვაძლევს საფუძველს, გვჯეროდეს, რომ წინ კიდევ უფრო დიდი მიღწევები გველოდება“

ბექა ვაჭარაძე: „ჩენი ახალგაზრდა სპორტმენების წარმატებები განსაკუთრებით საამაყოა და გვაძლევს საფუძველს, გვჯეროდეს, რომ წინ კიდევ უფრო დიდი მიღწევები გველოდება“

დღის ამბები

სენაკის მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ კონკურსში გამარჯვებული პროექტი განახორციელა

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲢᲛᲐ ᲛᲘᲮᲔᲘᲚ ᲧᲐᲕᲔᲚᲐᲨᲕᲘᲚᲛᲐ, ᲒᲘᲝᲠᲒᲝᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ, 232 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲨᲔᲘᲬᲧᲐᲚᲐ

24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება

ᲑᲘᲫᲘᲜᲐ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲝᲯᲐᲮᲘ, ᲤᲝᲜᲘᲭᲐᲚᲐᲨᲘ ᲓᲐᲖᲐᲠᲐᲚᲔᲑᲣᲚ 28 ᲝᲯᲐᲮᲡ ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚ ᲑᲘᲜᲔᲑᲡ ᲨᲔᲣᲫᲔᲜᲡ

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა