ვიქტორ ორბანი ნავალნიზე – შოვინისტები პატივისცემას არ იმსახურებენ, ისინი, ვინც ქართველებს „მღრღნელებს“ უწოდებდნენ

ალექსეი ნავალნი პატივისცემის ღირსი არ არის, რადგან შოვინისტი იყო. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„უნგრეთის პარლამენტში შოვინისტები პატივისცემას არ იმსახურებენ და ისინი, ვინც რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველებს „მღრღნელებს“ უწოდებდნენ, პატივისცემას ვერ მიიღებენ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
პარლამენტის სხდომაზე უნგრელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნავალნის ხსოვნას წუთიერი დუმილითა და ფეხზე წამოდგომით მიაგეს პატივი. ვიქტორ ორბანმა და პარტია „ფიდესის“ წევრებმა წუთიერ დუმილსა და ფეხზე წამოდგომაზე უარი განაცხადეს.
ვიქტორ ორბანმა მმართველი პარტიის წევრებს ნავალნის მიმართ დაბალანსებული მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა.
მსგავსი სიახლეები

კვლევა: გასახდომი ინიექციების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ადამიანები ოთხჯერ სწრაფად იბრუნებენ წონას, ვიდრე ისინი, ვინც დიეტას წყვეტს

მამუკა მდინარაძე: ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევრორეკომენდაციებს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და არის საქართველოს ევროპული მომავლის მტერი




