19-20 მარტს წვიმას, თოვლს და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელია გაუარესების შესახებ აფრთხილებს. უწყების ინფორმაციით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები

ბექა ვაჭარაძე: ბოლო წლებში, რეგიონებში, ძალიან ბევრი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ფოთი, მეორე წელია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დამატებით 20 მლნ ლარის დაფინანსებას იღებს

ფოთსა და სენაკში 20-მდე პირია დაკავებული




