ილია თოფურია ოჯახთან ერთად პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა.
ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.
UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გვარცელებულ განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია – ვულოცავ ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მთავრობის წევრებთან ერთად

ილია თოფურია წერილს აქვეყნებს - უკვე ოთხი თვეა ვერ ვხედავ ჩემს ქალიშვილს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა




