stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბები

სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

06.11.2018 / 6 ნოემბერი 2018
სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

2019-2021 წლებში, ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარს და მეტს.

განათლების სამინისტროს ცნობით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხები უკვე გათვალისწინებულია.

უწყების ინფორმაციით, განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ სექტემბრის დასაწყისში წარმოდგენილი განათლების სისტემის ტრანსფორმაციის გეგმა აქტიურ ფაზაში შედის. წინასწარი სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და მიმდინარეობს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. როგორც ცნობილია, განათლების რეფორმა განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს.

მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებთან სამუშაო შეხვდა გამართა და რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ზოგადი განათლების განვითარების ხედვა, სამომავლო გეგმები და ის ახალი ინიციატივები გააცნო, რაც სკოლებს კიდევ უფრო განავითარებს და მოსწავლეთა და პედაგოგთა მოტივაციას გაზრდის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებს, სკოლის ახალი მოდელის კონცეფციას, სახელფასო ზრდის პოლიტიკას და სხვ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბევრი სიახლე ინერგება იმისათვის, რომ ამაღლდეს განათლების ხარისხი, სკოლა გახდეს უფრო საინტერესო და თანამედროვე, მოზარდებს განუვითარდეთ კრიტიკული და თავისუფალი აზროვნება.

პირველ რიგში ეს არის ახალი სასწავლო გეგმა, განახლებული სასკოლო წიგნები და სხვა სასწავლო რესურსი, პილოტის რეჟიმში მიმდინარეობს სწავლების ახალი მოდელის დანერგვა, რომელიც კომპლექსურია და ბევრ მიმართულებას მოიცავს – ახლებურ მიდგომებს საგაკვეთილო პროცესში, მეტი ანალიზის შემოტანას, რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიების, ინოვაციების დანერგვას სკოლებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ირინა აბულაძემ ისაუბრა არის მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდა.

აბულაძემ ასევე განაცხადა, რომ2019 წელს დანამატის გაზრდა იგეგმება მასწავლებლებისთვის, რომლებიც სტატუსს იუმჯობესებენ.

Banner 1
წინა პოსტი

კახა მიქაია ალექსანდრე მოწერელიას შეხვდა – რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა ?!

შემდეგი პოსტი

შინმოვლის პროგრამა ,,მზრუნველი მობილური ჯგუფი“- ზუგდიდში 100-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

2020 წელს ხელფასები გაეზრდებათ ზუგდიდის მუზეუმისა და თეატრის თანამშრომლებს

2020 წელს ხელფასები გაეზრდებათ ზუგდიდის მუზეუმისა და თეატრის თანამშრომლებს

საბავშვო ბაღების თანამშრომლებს აპრილიდან ხელფასები გაეზრდებათ

საბავშვო ბაღების თანამშრომლებს აპრილიდან ხელფასები გაეზრდებათ

მოემატებათ თუ არა ზუგდიდის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები? – საკრებულო ხვალ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს

მოემატებათ თუ არა ზუგდიდის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები? – საკრებულო ხვალ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა