ფოთში ტრაილერის მძღოლები უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ დარეგისტრირებული სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანიების გაუქმებას ითხოვენ

ფოთში, ტრაილერების მძღოლები აქციას მართავენ. როგორც თავად მძღოლები აცხადებენ, მიზეზი სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანიებიდან შემოთავაზებული დაბალი ტარიფებია.
მძღოლები საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავენ, გაუქმდეს უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ საქართველოში დარეგისტრირებული სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანიები. დღეს ტრაილერების მძღოლებს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე შეხვდა, მათი პოზიციები მოისმინა და აღნიშნულ საკითხში გარკვევას დაჰპირდა.
ტრაილერების მძღოლების განცადებით, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.
ფოტო: მეცხრე ტალღა
მსგავსი სიახლეები

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: აგენტურული ოპოზიცია როდესაც ისევ აშშ-ს სთავაზობს საკუთარ „მომსახურებას“ მათი გაცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, რომ არ ჩაერევიან უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში - ჩვენთვის დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს

სამეგრელოში, ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს




