ხობში ხელოვნების კონკურს-ფესტივალი „ჰარიდა“ გაიმართება

ხობში 24-29 აპრილს ხელოვნების კონკურს ფესტივალი „ჰარიდა“ გაიმართება.
24 აპრილი, 18:00 საათზე კონკურს-ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი.
26 აპრილი, 18:00 საათზე დაიწყება კვარტეტ ,,ოთხის’’ კონცერტი (ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი, ოთო ბაზერაშვილი, გეგა შონია).
29 აპრილი, 18:00 საათზე კონკურს-ფესტივალ ,,ჰარიდას’’ საზეიმო დახურვა და დაჯილდოება. გაიმართება გალა კონცერტი.
ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალი „ჰარიდა“ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
![ტელეკომპანია იმედს ახალი მფლობელი ჰყავს [ირაკლი რუხაძის განცხადება სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F02%2Fimg_7512-1770393626909.jpeg&w=3840&q=75)





