stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

27 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1680

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2673

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიპოლიტიკა

ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვა გაიმართა

26.04.2024 / 26 აპრილი 2024
ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვა გაიმართა

„რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური ხასიათის ცვლილება, რომელიც ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა დაცვას. შესაბამისად, გაჩნდა საჭიროება, რომ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ხალხთან კონსულტაციები გავიაროთ და მათი მოსაზრებები მოვისმინოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების მიზანია გაირკვეს ეთანხმება თუ არა საზოგადოება ცვლილებებს.

„ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხალხი საკუთარ ხელისუფლებას არჩევნების გზით, გარკვეული პერიოდით, საქართველოში ოთხი წლის ვადით, გადასცემს მანდატს თავის წარმომადგენლებს, რომლებიც შემდეგ ხალხის სახელით იღებენ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, მთლიანად ეს პროცესი არის საზოგადოებასთან უკუკავშირის პროცესი. ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუცია და კანონები გვეუბნება, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, როდესაც მანდატი, რომელიც პარლამენტის აქვს, ბოლომდე საკმარისი არ არის რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად და საჭიროა ხალხთან კიდევ ერთხელ უშუალო კომუნიკაცია. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც ფუნდამენტურია საზოგადოებისთვის, ხოლო ყველა ფუნდამენტური საკითხი მოწესრიგებულია ჩვენს კონსტიტუციაში, სადაც ასახულია ჩვენი ღირებულებები – თუ რაზე ვდგავართ, ჩვენი იდეალები – თუ რისკენ ვისწრაფვით, ჩვენი სახელმწიფო მოწყობის ძირითადი სტრუქტურა და კონცეფცია. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ამ ღირებულებებს, ამ ღირებულებების დაკონკრეტებას საკანონმდებლო წესით, საჭიროებს თავდაპირველ კონსულტაციას საზოგადოებასთან“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.

​შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კომისია ერთთვიანი განხილვების შემდეგ შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს და საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ ამ შემდეგ გადადის უკვე საპარლამენტო პროცედურაზე.

შეხვედრას დეპუტატებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ესწრებოდა.

Banner 1
წინა პოსტი

მერაბ ქვარაია: ჩვენ ვიცავთ ღირებულებებს, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ღირებულებები გვიცავს ჩვენ, ჩვენს სამშობლოს და კაცობრიობას

შემდეგი პოსტი

საპატრიარქო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვა გაიმართა

ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვა გაიმართა

ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს

ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს

ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის გენგემის საჯარო განხილვა გაიმართა

ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის გენგემის საჯარო განხილვა გაიმართა

დღის ამბები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა

წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში