მარიამ სიჭინავას სამამართლომ 2000 ლარის გადახდა დააკისრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ,,დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა დამნაშავედ ცნო და 2 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. გამოძიება მარიამ სიჭინავას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა.
დაცვის მხარე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოდ უწოდებს და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
რაც შეეხება, პარტია “ახალის” წევრს მაია კალანდიას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომა გადაიდო.
ცნობისთვის, მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა 30 აპრილს, ზუგდიდის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. მათ წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო.
ამავე თემაზე:
მსგავსი სიახლეები

მანუჩარ ჩხეტიას სასამართლომ ჯარიმის სახით 1500 ლარის გადახდა დააკისრა

POSTV-ს გადამღები ჯგუფის ხელშეშლისთვის სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას 5000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა




