ბექა ვაჭარაძე: საჭიროა გამჭვირვალობა! მალე ნათელი გახდება ვინ დგას სიმართლის მხარეს

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე გამჭირვალობის შესახებ მიღებულ კანონს ეხმაურება და ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს:
,,ხელისუფლების ვალდებულებაა შეინარჩუნოს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ქვეყნის ღირებულებები, სუვერენიტეტი, ღირსება, რწმენა!
დღეს ამისთვის საჭიროა გამჭვირვალობა! მე ამის მჯერა და მალე ნათელი გახდება ვინ დგას სიმართლის მხარეს.
მჯერა, რომ ქვეყნის ინეტერესების დაცვით, ევროკავშირში გაწევრიანებაა ჩვენი ერთადერთი გზა და მხოლოდ ღირსებით შეიძლება ამ გზის გავლა.
საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი” – წერს ვაჭარაძე.
მსგავსი სიახლეები

ბექა ვაჭარაძე: ბოლო წლებში, რეგიონებში, ძალიან ბევრი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ფოთი, მეორე წელია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დამატებით 20 მლნ ლარის დაფინანსებას იღებს

„ქართული ოცნებას“ ფოთში ბექა ვაჭარაძე უხელმძღვანელებს




