ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

2024 წლის 17 მაისს, 13:00-ზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი. ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.
„პარაკლისის დასრულების შემდეგ დაიწყება მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. 17 მაისს, 13:00-ზე, პარაკლისი ასევე აღევლინება საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში,“ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





