stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

სენაკის მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ კონკურსში გამარჯვებული პროექტი განახორციელა

სენაკის მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ კონკურსში გამარჯვებული პროექტი განახორციელა

25 ნოემბერი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

140

ამბები სამეგრელოდან

1783

ამბები სვანეთიდან

105

არჩევნები

355

ახალი ამბები

4422

დღის ამბები

2794

დღის ფოტო

86

ეკონომიკა

137

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

26

კულინარია

9

კულტურა

333

მთელი კვირა

1

მსოფლიო

135

პოლიტიკა

932

რეკლამა

697

საზოგადოება

235

სამართალი

194

სპორტი

245

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

38

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებისაზოგადოება

ფოთში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო!

16.05.2024 / 16 მაისი 2024
ფოთში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო!

ფოთში ფოთში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ფოთელ ქალბატონს შეუძლია უფასოდ გაიაროს სასწავლო კურსი და შედეგად, D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღოს.
პროექტს ახორციელებს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი ფოთის მერიასთან ერთად.
„D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი მოიცავს ავტობუსის მართვის, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების შესწავლას. პრაქტიკული სწავლების დროს კი, მონაწილეები გაივლიან ავტობუსის მართვისა და მანევრირების გაკვეთილებს, როგორც დახურულ მოედანზე, ისე ქალაქში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ მოწმობას. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების საფუძვლებს და მიიღებენ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს. კურსი სრულად ფარავს მომზადების, გამოცდაზე გასვლის, მართვის მოწმობის და ტრანსპორტირების ხარჯებს.


პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების გენდერული სერვისების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ესაკიამ.
პროგრამა, პროექტის – ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურება” ფარგლებში, ორგანიზაცია ,,EY საქართველოს” დახმარებით ხორციელდება. მისი მიზანია, საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში, თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ინკლუზიური სატრანსპორტო მომსახურების ხელშეწყობა.


დაინტერესებულმა პირებმა დღეიდან 20 ივნისის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ფოტო/ასლი; „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის ფოტო/ასლი.


განაცხადის გაკეთება შესაძლებელია:
ფოთის სატრანსპორტო კომპანიის Facebook გვერდზე და ფოთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით: https://form.jotform.com/241192987501359 ;
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Qalebiskursi@gmail.com დოკუმენტების გაგზავნით;

Banner 1
წინა პოსტი

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

შემდეგი პოსტი

ფოთის მერი: „ქალაქის იერსახის მოწესრიგება და გალამაზება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ზრუნვას აქტიურად ვაგრძელებთ“

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო

ზუგდიდში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო

ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ფოთში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

ფოთში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დღის ამბები

სენაკის მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ კონკურსში გამარჯვებული პროექტი განახორციელა

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲢᲛᲐ ᲛᲘᲮᲔᲘᲚ ᲧᲐᲕᲔᲚᲐᲨᲕᲘᲚᲛᲐ, ᲒᲘᲝᲠᲒᲝᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ, 232 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲨᲔᲘᲬᲧᲐᲚᲐ

24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება

ᲑᲘᲫᲘᲜᲐ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲝᲯᲐᲮᲘ, ᲤᲝᲜᲘᲭᲐᲚᲐᲨᲘ ᲓᲐᲖᲐᲠᲐᲚᲔᲑᲣᲚ 28 ᲝᲯᲐᲮᲡ ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚ ᲑᲘᲜᲔᲑᲡ ᲨᲔᲣᲫᲔᲜᲡ

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა