stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

14 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1627

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2621

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიდღის ამბები

კობახიძე: პირველი ფაზის საორიენტაციო საინვესტიციო მოცულობა არის 600 მლნ აშშ დოლარი

03.06.2024 / 3 ივნისი 2024
კობახიძე: პირველი ფაზის საორიენტაციო საინვესტიციო მოცულობა არის 600 მლნ აშშ დოლარი

საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება და დაიდება საკონცესიო ხელშეკრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას.

მისივე თქმით, უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით და ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება.

„ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელება. მინდა შეგახსენოთ, რომ დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, რასთან დაკავშირებითაც ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება და დაიდება საკონცესიო ხელშეკრულება. მინდა შეგახსენოთ, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო კომპანიის წილი იქნება 51%, ხოლო კონსორციუმის წილი იქნება 49%. პარალელურად, უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით და ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება.

პირველი ფაზის საორიენტაციო საინვესტიციო მოცულობა არის 600 მლნ აშშ დოლარი და ამ ფაზის დასრულების შემდეგ პორტი 600 000 კონტეინერს მიიღებს. ეს არის 7.8 მლნ ტონა ტვირთის გატარების რესურსი. როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, ასევე საქართველოს დამაკავშირებელი ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად აკავშირებდა ერთმანეთს ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს და ამ პორტის მშენებლობით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით ახალ, განსაკუთრებულ რესურსს შეიძენს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

Banner 1
წინა პოსტი

სენაკში  XI მუსიკალური ფესტივალი გაიმართა

შემდეგი პოსტი

პრემიერის განცხადებით, 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს

589 მილიონი დოლარი – ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზის სავარაუდო ღირებულება

589 მილიონი დოლარი – ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზის სავარაუდო ღირებულება

ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა

ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა

დღის ამბები

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]