stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებისაზოგადოება

განათლების მინისტრი მესხიას უნივერსიტეტში აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს შეხვდა

06.07.2024 / 6 ივლისი 2024
განათლების მინისტრი მესხიას უნივერსიტეტში აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან. მან ისაუბრა სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, უნივერსიტეტის მიღწევებზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდამჭერ ინიციატივებსა და არსებულ სიახლეებზე.

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის.

ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია.

უნივერსიტეტში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი და ქალაქ ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების პროგრამებთან ერთად ხორციელდება 32 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, სტუდენტები თეორიულ განათლებასთან ერთად ადგილზე გადიან საჭირო პრაქტიკას.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტში 3 სამაგისტრო, 8 საბაკალავრო, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების, 28 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და 18 მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების კურსი ხორციელდება“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

Banner 1
წინა პოსტი

რუთაველის თეატრი სენაკში გასტროლით ჩამოდის

შემდეგი პოსტი

ანაკლიაში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

განათლების მინისტრი  ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა

განათლების მინისტრი ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა

განათლების მინისტრი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს შეხვდა

განათლების მინისტრი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს შეხვდა

განათლების მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

განათლების მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა