ზუგდიდში 25 აგვისტოს ველორბოლა გაიმართება – გამარჯვებულები ფულად პროზებს მიიღებენ

25 აგვისტოს, ზუგდიდში ველორბოლა გაიმართება, ველომარათონი 12 საათზე დაიწყება. ველორბოლა სტარტს აიღებს ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, დავით აღმაშენებლის ქ. №160 (სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიმდებარედ), ხოლო დასრულდება მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მიმდებარედ (ზ.გამსახურდიას ქ N9).
მარათონში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 25 აგვისტოს (რბოლის დაწყებამდე არაუგვიანეს 30 წუთი) ჩათვლით.
ველომარათონში მონაწილე პირი ვალდებულია მარათონზე გამოცხადდეს საკუთარი ველოსიპედით.
საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდებიან:
I ადგილი-1000 ლარი, სიგელი და მედალი;
II ადგილი- 800 ლარი, სიგელი და მედალი;
III ადგილი 600 ლარი, სიგელი და მედალი;
ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ველოსპორტის განვითარებაა.
რეგისტრაციისთვის მიყევვით ბმულს: https://forms.gle/nQ6GpJScKCMZfXcq7






![16 აგვისტოს, ზუგდიდში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ ოქტაგონზე კიკბოქსინგში და MMA-ში ბრძოლები გაიმართება [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2024%2F07%2FCapture-960x449.jpg&w=3840&q=75)