stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე

ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე

4 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1567

ამბები სვანეთიდან

94

არჩევნები

355

ახალი ამბები

4278

დღის ამბები

2550

დღის ფოტო

83

ეკონომიკა

123

ვიდეო ამბები

88

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

915

რეკლამა

697

საზოგადოება

204

სამართალი

180

სპორტი

235

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანარჩევნებიახალი ამბებიდღის ამბები

დავით კოდუა: ენმ-მ ჩემს წინააღმდეგ „საბრძოლველად“ მშობლიურ სოფელში შტაბი გამიხსნა, გახსნაზე არ მივიდა მათი დარჩელის ლიდერი და სოფლის მოსახლეობა – 26 ოქტომბერს დარჩელი, ზუგდიდი და სრულიად საქართველო იტყვის სათქმელს!

01.09.2024 / 1 სექტემბერი 2024
დავით კოდუა: ენმ-მ ჩემს წინააღმდეგ „საბრძოლველად“ მშობლიურ სოფელში შტაბი გამიხსნა, გახსნაზე არ მივიდა მათი დარჩელის ლიდერი და სოფლის მოსახლეობა – 26 ოქტომბერს დარჩელი, ზუგდიდი და სრულიად საქართველო იტყვის სათქმელს!

სახალისო ამბავი დარჩელიდან: ენმ-მ ჩემს წინააღმდეგ „საბრძოლველად“ მშობლიურ სოფელში ზარ-ზეიმით შტაბი გამიხსნა და თბილისიდან ყველა „ლიდერი“ ჩამოიყვანა (ამ დროს ზუგდიდის შტაბი ჯერ არ გაუხსნიათ). ვინ იყო შეხვედრაზე: გახსნაზე არ მოსულა მათი დარჩელის ლიდერი; გახსნაზე არ მოვიდა სოფლის მოსახლეობა, მათივე აპრობირებული მეთოდებით საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოიყვანეს ხალხი, – წერს „ქართული ოცნების“ დელეგატი ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, დავით კოდუა, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში არც კი ახსოვდა, სად მდებარეობდა დარჩელი და მათ სოფლისთვის არაფერი გაუკეთებიათ. კოდუას თქმითვე, სრულიად ზუგდიდს ექნება მისი უდიდესი მხარდაჭერა, ვინაიდან, მმართველ გუნდს აქვს ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა, ოპოზიციის გეგმა კი შურისძიება და მეორე ფრონტის გახსნაა.

“სახალისო ამბავი დარჩელიდან: ენმ-მ ჩემს წინააღმდეგ „საბრძოლველად“ მშობლიურ სოფელში ზარ-ზეიმით შტაბი გამიხსნა და თბილისიდან ყველა „ლიდერი“ ჩამოიყვანა (ამ დროს ზუგდიდის შტაბი ჯერ არ გაუხსნიათ).
ვინ იყო შეხვედრაზე:
გახსნაზე არ მოსულა მათი დარჩელის ლიდერი;
გახსნაზე არ მოვიდა სოფლის მოსახლეობა, მათივე აპრობირებული მეთოდებით საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოიყვანეს ხალხი.

ჩამოსულებს შორის უმეტესობა იყვნენ უმძიმეს დანაშაულებში მხილებული ყოფილი ხელისუფლების სახეები;
მთავარი მომხსენებელი იყო ადამიანი ვინც სააკაშვილთან ერთად 2012 წელს ასობით მოქალაქე უკბილოდ დატოვა
იყვნენ ყოფილი ხელისუფლების ოდიოზური ფიგურები, რომლებიც მაშინ რეგიონის მასშტაბით იჭერდნენ და ავიწროებდნენ ყველას ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა. გამოჩნდნენ ადამიანები ვინც „ღამის ნოტარიუსების“ დახმარებით სხვისი ქონების დასაკუთრებით იყვნენ დაკავებული.

„ნაციონალურ მოძრაობას“ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში ჩემი სოფლისთვის არაფერი გაუკეთებია (ვერ დაასახელებენ ვერცერთ პროექტს) – არც კი ახსოვდათ სად მდებარეობდა დარჩელი. 

ჩვენ: დავაგეთ ასფალტი სოფლის უმეტეს ქუჩაზე, ქუჩების უმრავლესობაზე მოწყობილია გარე განათების სისტემები, მოხდა სოფლის სრული გაზიფიცირება, მოვაწესრიგეთ სანიაღვრე სისტემები, აშენდა სოფელ განმუხურთან დამაკავშირებელი 12 მილიონიანი ახალი ხიდი, სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 2 საჯარო სკოლას, კიროვის უბანში ავაშენეთ 2 მილიონის ღირებულების ახალი სკოლა, მოსწავლეებს ემსახურება უფასო ტრანსპორტი, ავაშენეთ 3 მილიონამდე ღირებულების თანამედროვე საბავშვო ბაღი, მოეწყო ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი, დაიდგა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი, სოციალურად დაუცველი ჩვენი მოქალაქეებისთვის ავაშენეთ კერძო სახლები, მოეწყო ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობი, ხელი შეეწყო ბიზნეს სექტორს – ბრენდული სუპერმარკეტების ქსელის შემოსვლას სოფელში, სადაც დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოხდა სოფლის უბნების წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა სოფლის სრული ინტერნეტიზაცია, არაერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებს გაეწიათ დახმარება, აშენდა ახალი ევროპული სტანდარტის სამედიცინო ამბულატორია, რომელიც მთელ სოფელს ემსახურება, ადამიანები სარგებლობენ ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი მერიის შესაბამისი პროგრამებით.

დარჩელში დაიწყო ასათიანის ქუჩის ტაძრამდე მისასვლელი 1 მილიონ ლარამდე ღირებულების გზის საფარის მოასფალტების სამუშაოები, უახლოეს პერიოდში დაიწყება კუნოშის უბანში 5 მილიონამდე ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურის მოასფალტებისა და ხიდის მშენებლობის სამუშაოები, ჩემს სოფელს და სრულიად ზუგდიდს ექნება ჩემი უდიდესი მხარდაჭერა – ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ განვავითაროთ ქვეყანა, როგორ შევიყვანოთ ქვეყანა ევროკავშირში, მათ კი აქვთ კონკრეტული გეგემა, როგორ იძიონ შური, როგორ გამართონ ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი, როგორ შეიყვანონ საქართველო ჩიხში!

26 ოქტომბერს დარჩელი, ზუგდიდი და სრულიად საქართველო იტყვის სათქმელს! დროის ათვლა დაწყებულია!” – წერს დავით კოდუა.

Banner 1
წინა პოსტი

დავით კოდუა ნარაზენში ახალგაზრდულ ფესტივალს დაესწრო

შემდეგი პოსტი

არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე სამეგრელოში 32 წლის მამაკაცი დააკავეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: მადლობა, გიორგი გამსახურდიას და დეგი დუდაევს, რომ აქ ჩემს გვერდით, ზუგდიდში არიან და ქართული ინტერესების დასაცავად დგანან

დავით კოდუა: მადლობა, გიორგი გამსახურდიას და დეგი დუდაევს, რომ აქ ჩემს გვერდით, ზუგდიდში არიან და ქართული ინტერესების დასაცავად დგანან

დავით კოდუა: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა

დავით კოდუა: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა

დავით კოდუა: ჩემი პარლამენტში ყოფნით თითოეული ზუგდიდელი იქნება პარლამენტის წევრი, მე გავახმოვანებ თითოეული მათგანის სათქმელს, მათ საჭიროებებს და ერთად ვიმუშავებთ გადაჭრის გზებზე

დავით კოდუა: ჩემი პარლამენტში ყოფნით თითოეული ზუგდიდელი იქნება პარლამენტის წევრი, მე გავახმოვანებ თითოეული მათგანის სათქმელს, მათ საჭიროებებს და ერთად ვიმუშავებთ გადაჭრის გზებზე

დღის ამბები

ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე

სააკაშვილი ენმ-ის ხობის ორგანიზაციის ყოფილ თავმჯდომარეს უპირისპირდება

ფოთის მერიამ ბავშვთა უფლებების კვირეული სლოგანით - „ღიმილით გავაფერადოთ ქალაქი, გაუღიმე შენს ქალაქს" გამართა

ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე ხანძრის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა დასრულდა

ხობში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა