stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

„Tesla“-ს ახალ Roadster-ს ჰაერში მანევრირება შეუძლია

„Tesla“-ს ახალ Roadster-ს ჰაერში მანევრირება შეუძლია

16 ოქტომბერი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

140

ამბები სამეგრელოდან

1740

ამბები სვანეთიდან

104

არჩევნები

355

ახალი ამბები

4376

დღის ამბები

2744

დღის ფოტო

86

ეკონომიკა

135

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

26

კულინარია

9

კულტურა

331

მთელი კვირა

1

მსოფლიო

135

პოლიტიკა

932

რეკლამა

697

საზოგადოება

234

სამართალი

190

სპორტი

243

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

38

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბები

მაია ომიაძე – „გემო ფესტი“ სამეგრელო შედგა! 2 დღის განმავლობაში ფესტივალს უამრავი ვიზიტორი სტუმრობდა

09.09.2024 / 9 სექტემბერი 2024
მაია ომიაძე – „გემო ფესტი“ სამეგრელო შედგა! 2 დღის განმავლობაში ფესტივალს უამრავი ვიზიტორი სტუმრობდა

7-8 სექტემბერს, სამეგრელომ გემო ფესტს პირველად უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ფესტივალი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, გემო ფესტს ტურისტული პროდუქტის, გასტრო ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

„გემო ფესტი პირველად ჩატარდა სამეგრელოში. ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა 2 დღის განმავლობაში უმასპინძლა. გემო ფესტს ტურისტული პროდუქტის, გასტრო ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ ვთავაზობთ ტრადიციული გემოების ახლებურ ვერსიას. სამეგრელოში ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო ეგრეთ წოდებული „სთრით ფუდი“ , რაც მეგრული სამზარეულოს ახალ ვერსიებს, ასე ვთქვათ, მოყვა. ძალიან ბევრი სტუმარი ეწვია ფესტივალს 2 დღის განმავლობაში. პირველ დღეს ერთად ვუგულშემატკივრეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გამარჯვება ერთად გავიზიარეთ. ეს გამარჯვების ელფერი ძალიან მოუხდა გემო ფესტს და დღეს. მეორე დღეს, მგზავრები წარდგნენ კონცერტით და ვფიქრობ, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ქართველ მოგზაურებს თუ საერთაშორისო მოგზაურებს, სამეგრელოს გემო ფესტი ძალიან მოეწონათ და ვნახოთ რა იქნება შემდეგი ლოკაცია“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები.

„გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.

გემო ფესტის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩისთვის ეყურებინათ, მოესმინათ ჯგუფი მგზავრებისა და სხვა ქართველი შემსრულებლებისთვის.

გემო ფესტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Banner 1
წინა პოსტი

სამეგრელოში ბაბუა შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

შემდეგი პოსტი

ცოტნე ქობალია – „გემო ფესტი“ ჩემი ბიზნესისთვის საუკეთესო ხელშემწყობია

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

აგროდიზელის ბარათი, ორი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში 600-მდე ფერმერმა აიღო

აგროდიზელის ბარათი, ორი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში 600-მდე ფერმერმა აიღო

გემო ფესტი მესტიაში [ფოტორეპორტაჟი]

გემო ფესტი მესტიაში [ფოტორეპორტაჟი]

მესტიაში გემო ფესტი მიმდინარეობს

მესტიაში გემო ფესტი მიმდინარეობს

დღის ამბები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 30 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

9 თვეში უკანონო თევზჭერის 63 ფაქტი გამოავლინეს სამეგრელო-ზემო სვანეთში

სამეგრელოში მომხდარ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

14 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

ჯვარში ახალი ამბულატორია გაიხსნა