9 ცხრაწლიანი რეჟიმი და დამნაშავის დედის აღსარება [ვიდეო]
ადამიანების გაუპატიურებაში ბრალდებულის, თემურ უბირიას დედა, შვილის საქციელს სამარცხვინოს უწოდებს და ზუგდიდში სახლის გაყიდვას აპირებს. მანონ ჩხეტიას განცხადებით, მისი შვილის საქმიანობის შესახებ მან არაფერი იცოდა, თუმცა საკუთარ სახლში ყოფილი მაღალჩინოსნების ხშირი ვიზიტი კითხვისნიშნებს უჩენდა.
მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, თემურ უბირიას დედამ თავის დროზე ვერ გაარკვია მისი შვილის საქმიანობის შესახებ. მანონ ჩხეტიას განცხადებით, სწორედ ამის გამო მან ერთ-ერთი, ყოფილი მაღალჩინოსანი ცემა.
“ჩვენთას სახლში ხშირად დადიოდა სამხარეო პოლიციის მაღაჩინოსანი კოხტა კოდუა. ასევე თემუტის ხშირად ეკონტაქტებოდა ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე გელა ფეტელავა, რომელიც აფინანსებდა მას. სანამ დანაშაული ბოლომდე არ გამომჟღავნდა, მე არ ვიცოდი რა საერთო ჰქონდა ამ პირებთან ჩემს შვილს.
სამარცხვინოა ჩემი შვილის საქციელი და მე მართლა მრცხვენია. ხშირად ხდება ჩვენს სახლთან ინციდენტები. ახლახან ჩემ სახლს ქვაც კი ესროლეს და უშვერი სიტყვებით იგინებოდნენ ჩემი მისამართით. არ შემიძლია აქ ცხოვრება. ვაპირებ ამ სახლის გაყიდვას”,-აცხადებს თემურ უბირიას დედა მანონი ჩხეტია.
მსგავსი სიახლეები

ფოთში 9 აპრილის ხეივნის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

დავით ვერავა: 9 აპრილი ჩვენი ისტორიული მისისა და ეროვნული იდენტობის გამარჯვების დღეა




