ოკუპირებულ საბერიოში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა

აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ოთახში მდებარე ბენზინის ავზი აფეთქდა. ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის დროს მცირეწლოვნები ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. ხანძარს გადაურჩა ბებია, თუმცა პატარების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს მცირეწლოვნები დაღუპული დახვდა.





![ბარამიას დევნილთა ჩასახლებაში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F02%2Fimg_7664-1770972068957.jpeg&w=3840&q=75)
