stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიდღის ამბებისაზოგადოება

პატრიარქი: დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიასა და სოფიოს უკვდავ სულთათვის

06.01.2025 / 6 იანვარი 2025
პატრიარქი: დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიასა და სოფიოს უკვდავ სულთათვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.

„ბატონ ვიტალი ჭოლარიასა და ქალბატონ ქრისტინე სორდიას, 
მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში, მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.

ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია.

აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიასა და სოფიოს უკვდავ სულთათვის და შევთხოვთ უფალს, მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II სამძიმრის წერილში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, დღეს დილით მოხდა.

Banner 1
წინა პოსტი

კადრები ტრაგედიის ადგილიდან / საბერიო 05.01.2025

შემდეგი პოსტი

ხანძრის შედეგად დაღუპულ მოზარდებს 9 იანვარს დაკრძალავენ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს

ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ ერთხელ მინდა ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება. ეს საშინელი ტრაგედიაა, რომელიც დატრიალდა შოვში და მთელი საქართველო შეძრა

ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ ერთხელ მინდა ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება. ეს საშინელი ტრაგედიაა, რომელიც დატრიალდა შოვში და მთელი საქართველო შეძრა

გურიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მესტიასა და წალენჯიხაში დაგეგმილი კონცერტები გადაიდო

გურიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მესტიასა და წალენჯიხაში დაგეგმილი კონცერტები გადაიდო

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა