დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული პილოტური პროექტის შედეგები განიხილეს

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის ორგანიზებით, ზუგდიდში კონფერენცია გაიმართათემაზე :” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული პილოტური პროექტის „ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგის“ შედეგების განხილვა.”
კონფერენციაზე საუბარი შეეხო, პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების როლის გაზრდას C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ადრეულ გამოვლენასა და პრევენციაში. აღნიშნულიპროექტის პრაქტიკული განხორციელება 2018 წლის 1 აპრილიდან დაიწყო.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმს პირებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულნა, მუნიციპალიტეტების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ხელმძღვანელებმა, რეგიონის სამედიცინო პერსონალმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმს პირებმა და სპეციალისტებმა. ამასთან, ღონისძიებაზე წარმატებული ექიმები დააჯილდოვეს.
მსგავსი სიახლეები

დავით ფაცაციამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების სტრატეგიული განვითარების გრძელვანდიანი გეგემები მინისტრთან განიხილეს




