stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიდღის ამბები

„ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ – რას მოიცავს პროექტი

09.06.2025 / 9 ივნისი 2025
„ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ – რას მოიცავს პროექტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (INTERREG NEXT Black Sea Basin) ფარგლებში, ზუგდიდის მერიისა და ევროკავშირის თანადაფინანსებით, საერთაშორისო პროექტი „ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

„ვიმოქმედოთ ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ურბანულ გარემოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების გაზრდას და მოსახლეობისთვის მწვანე სივრცეების შექმნას. პროექტი აერთიანებს თურქეთის, საქართველოს, საბერძნეთისა და რუმინეთის მუნიციპალიტეტებს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი (GE), სტამბულის დაგეგმარების სააგენტო (TR), კალამარიას მუნიციპალიტეტი (GR), კონსტანცას მუნიციპალიტეტი (RO).

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ზუგდიდში ,,მშვიდობის პარკის” დაგეგმარება და მისი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ხელსშეუწყობს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის კიდევ ერთი ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შექმნას.

უკვე შემუშავებულია ზუგდიდის ურბანული განვითარების კონცეფცია; შესწავლილია ზუგდიდის საქალაქო დონის გამწვანებული და სარეკრეაციო სივრცეების ადგილმდებარეობა, სტრუქტურა და მათი ზოგადი ნაკლოვანებები. კვლევის პროცედურის მნიშველოვან კომპონენტს წარმოადგენდა მოსახლეობის რაოდენობისა და სამუშაოთა ადგილების კონცენტრაციების იდენტიფიცირება და ანალიზი მსხვილ საჯარო სივრცეებთან მიმართებაში. შეფასებულია ისეთი ტერიტორიები, რომელთაც გააჩნიათ სარეკრეაციო სივრცეებად ჩამოყალიბების პოტენციალი. სკვერის მოსაწყობად შემოთავაზებულია ტერიტორია და მისი დახასიათება წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებებით: 1. ურბანული კონტქსტი; 2. მობილობის საკითხები; 3. არსებული მწვანე საფარი. ჩატარდა შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან, ექსპერტებთან, საინფორმაციო ბანერები განთავსდა ქალაქის სხვადასხვა უბანში ბილბორდების სახით.

გამოცხადდა ტენდერი სკვერის ტექნიკური გეგმისა და 3D ვიზუალიზაციისთვის. 3D ვიზუალიზაციის მომზადება გულისხმობს, ვირტუალური რეალობის (VR) მოწყობილობებზე ინტეგრირებული სივრცითი ციფრული მოდელის შექმნას, რომელიც უნდა ასახავდეს ორ მოცემულობას: თავდაპირველ სურათს – ტერიტორიის არსებულ მდგომარეობას და საბოლოო შედეგს – სკვერის მოწყობის შემდგომ, რეალურ გარემოს.

დაგეგმილი ნაბიჯები:

  •  2025 წლის აგვისტოში გამოცხადდება ტენდერი სკვერის სამშენებლო სამუშაოებზე;
  • სკვერში განთავსდება ნახშირბადის კვალის დამთვლელი ეკოინფორმაციული კიოსკი;
  • სკვერში იქნება ხანძრის რისკის მონიტორინგის მულტიფუნქციური სენსორი; 
  • დაგეგმილია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების აქტივობები სკოლის მოსწავლეებისა და საზოგადოების მონაწილეობით.
  • ჩატარდება ინტერაქტიული შეხვედრები კლიმატის ცვლილებებისა და მწვანე სივრცეების მნიშვნელობაზე.
  • ადგილობრივი კონფერენცია ბიომრავალფეროვნების თემაზე;
  • მონიტორინგის მიმართულებით განხორციელდება ინვესტიციის სოციალური ზემოქმედების შეფასება — იგეგმება გამოკითხვები და ინტერვიუები ადგილობრივი მოსახლეობისა და მწვანე სივრცეების მომხმარებლების ჩართულობით.
  • ვორქშოფები სხვადასხვა საჯარო უწყებასთან, რათა მოხდეს მწვანე სივრცეების დაგეგმვისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

მოსალოდნელი შედეგები

  •  ახალი მწვანე სივრცეების შექმნა და ურბანული ლანდშაფტის გაუმჯობესება;
  • მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა;
  • ეკოლოგიური მონიტორინგის სისტემის დანერგვა და მონაცემებზე დაფუძნებული ურბანული დაგეგმარება;
  • ნახშირბადის კვალის მნიშვნელობისა და მის შემცირებაზე ორიენტირებული ქცევის წახალისება;
  • ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია ეკოლოგიურ განათლებაში;
  • გრძელვადიანი გარემოსდაცვითი მდგრადობის უზრუნველყოფა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში.

„მწვანე ქალაქები, ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ – საინფორმაციო ბიულეტინი N1

„ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ – რას მოიცავს პროექტი - image 2
„ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ – რას მოიცავს პროექტი - image 3
„ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ – რას მოიცავს პროექტი - image 4
„ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ – რას მოიცავს პროექტი - image 5
„ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ – რას მოიცავს პროექტი - image 6
„ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ – რას მოიცავს პროექტი - image 7
Banner 1
წინა პოსტი

ქალაქ ფოთში გამართული საერთაშორისო ტურნირი კრივში, ფოთელი სპორტსმენებისთვის წარმატებით დასრულდა

შემდეგი პოსტი

დონალდ ტრამპი: ამიერიდან, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში საერთაშორისო პროექტი „ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ ხორციელდება

ზუგდიდში საერთაშორისო პროექტი „ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ ხორციელდება

„ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ შეხვედრა პროექტის ფარგლებში

„ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ შეხვედრა პროექტის ფარგლებში

მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება I პროექტი ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულია

მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება I პროექტი ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულია

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა