stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ახალი ამბებიდღის ამბები

ირაკლი კობახიძე: ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება

25.06.2025 / 25 ივნისი 2025
ირაკლი კობახიძე: ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება

ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით – ბენზოდიაზეპინების, მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არასამედიცინო, ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების აღსაკვეთად, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება.

„დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. მუდმივ რეჟიმში, ყურადღებით დავაკვირდებით ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას. ამ სტატისტიკის არსებითი შემცირება იქნება უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

Banner 1
წინა პოსტი

„ჯარის ბანაკი“ ოფიციალურად გაიხსნა

შემდეგი პოსტი

ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ

ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ

ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე

ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი არის კონტრპროდუქტიული – უპირისპირდება იმ ინტერესს, რასაც ჰქვია ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი არის კონტრპროდუქტიული – უპირისპირდება იმ ინტერესს, რასაც ჰქვია ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება