stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

16 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1580

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4288

დღის ამბები

2567

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

124

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

915

რეკლამა

697

საზოგადოება

208

სამართალი

181

სპორტი

236

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბები

განმუხურში სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოები იწყება [ფოტო]

14.07.2025 / 14 ივლისი 2025
განმუხურში სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოები იწყება [ფოტო]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოები იწყება, – პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განმუხურის სანაპირო ზოლის აღდგენა და დაცვა მნიშვნელოვანია, მათ შორის – საკურორტო ზონის სათანადოდ განვითარებისთვის.

„განმუხურში სანაპირო ზოლი საჭიროებს აღდგენას და დაცვას. ამ კუთხით არის სერიოზული პრობლემები, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც წარიმართება შესაბამისი სამუშაოები – აღდგება სანაპირო ზოლი. ეს მნიშვნელოვანია მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის იმისათვის, რომ სათანადოდ განვითარდეს აქ საკურორტო ზონა. პოტენციალი ძალიან დიდია, ძალიან კარგი ჰავაა, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ განმუხური-ანაკლიის საკურორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული. დაგეგმილი სამუშაოები ამ პოტენციალის ათვისებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, უნდა შემუშავდეს გეგმა კონკრეტულად საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და არსებობდეს შესაბამისი ხედვა. ამ მიმართულებითაც დაწყებულია აქტიური მუშაობა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მიაწოდა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1.6 კმ სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოების შესრულება, რაც ეროზიული პროცესების ინტენსივობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და სანაპიროს მდგრადობას უზრუნველყოფს.

სამუშაოები, რომელთა სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარამდეა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

განმუხურში პრემიერ-მინისტრთან ერთად, ვიცე-პრემიერი, თაცდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

განმუხურში სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოები იწყება [ფოტო] - image 2
განმუხურში სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოები იწყება [ფოტო] - image 3
განმუხურში სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოები იწყება [ფოტო] - image 4
განმუხურში სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოები იწყება [ფოტო] - image 5
განმუხურში სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოები იწყება [ფოტო] - image 6
Banner 1
წინა პოსტი

პრეზიდენტი კულტურის მინისტრთან ერთად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრს ესტუმრა [ფოტო]

შემდეგი პოსტი

ვლაქერნობა 2025 [ფოტო]

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება

განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება

განმუხურის ეროზირებული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

განმუხურის ეროზირებული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

რევაზ სოხაძე-განმუხურის სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენა დაიწყება

რევაზ სოხაძე-განმუხურის სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენა დაიწყება

დღის ამბები

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

ილია თოფურია მეტოქეს: ჩვენ აუცილებლად გვექნება განმეორებითი ბრძოლა

ჩხოროწყუს მერმა ფრიდონ კოხიას ოჯახს მეშვიდე შვილის შეძენა მიულოცა

ხობის მერმა დავით ბუკიამ სპორტსმენებს ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება