ჟიგიმანტას პავილიონისი – დემოკრატია საქართველოში არის ძალიან ძლიერი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვა-საქართველოსპარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიეტუვასყოფილ ელჩს, ჟიგიმანტას პავილიონისის შეხვდა.
ზურაბიშვილის შტაბის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობასა და საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დემოკრატია საქართველოში ასეთი ძლიერია. ვფიქრობ, რომ ძალიან დაძაბული კამპანია მიმდინარეობს. პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ეს არის ნამდვილი დემოკრატია. ჩამოვედი მეორე ტურამდე, რათა შევხვედროდი სხვადასხვა ადამიანებს, რომ ისინი დამერწმუნებინა, ლიეტუვა არის საქართველოს ერთ-ერთი ახლო მეგობარი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად“,- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
მსგავსი სიახლეები

რუხაძე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე: პირველი ივნისიდან, საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღიდან ეს საიუბილეო ღონისძიებები ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს

გრეტა წიწავა ზუგდიდში: ძლიერი ოჯახი არის ძლიერი ქვეყნის საწინდარი, რომელსაც საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, ყოველთვის დავიცავთ




