ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დღეს პარლამენტთან განვითარებულ სიტუაცია აფასებს. მისი განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, რომ სიცრუის ტირაჟირების ფონზე აიყოლიონ მოსახლეობის ნაწილი და ქვეყანაში დაძაბონ მდგომარეობა.
“ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე მოსახლეობა აიყოლიონ, რამენაირად დაძაბონ სიტუაცია, არ ერიდებიან არანაირ სიცრუეს, ტყუილს, სიყალბეს, მზად არიან მსხვერპლად გაიღონ ყველა და ყველაფერი, ოღონდ ხელისუფლებაში როგორმე მობრუნდნენ და ვერაფრის დიდებით ვერ ეგუებიან აზრს, რომ ეს არასდროს მოხდება. ხალხი მათ იმაზე უკეთ იცნობს, ვიდრე საკუთარ თავს თავად იცნობენ, ნაციონალურ მოძრაობას და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რაც მათია, საქართველოში არასდროს მიეცემა ასპარეზი.”
