საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კაბინეტს მხარდაჭერა 98-მა დეპუტატმა გამოუცხადა.
გახარიას ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ლევან იზორია ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა.
სამთავრობო ცვლილებებზე პირველი კომენტარი გააკეთა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ:
“გიორგი გახარიამ და მინისტრობის კანდიდატებმა კვირის განმავლობაში სხადასხვა მიმართულებით დასმულ არაერთ კითხვაზე წარმოადგინეს დამაჯერებელი პასუხები და მკაფიო სამომავლო ხედვები. განახლებულ მთავრობის წინაშე დღეს რეალური გამოწვევებია, ამავე დროს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მოლოდინები და რაც ყველაზე მთავარია, სათანადო უნარები და ყველა სათანადო წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანონ. გიორგი გახარიას მეთაურობით ჩვენს ქვეყანს ეყოლება პრინციპული, ენერგიული და ეფექტური ხელისუფლება. ვუსურვოთ წარმატებები ახალ პრემიერ მინისტრს, განახლებულ მთავრობას და მთელს ჩვენს ქვეყანას. “