STV
ხალხის ხმა

რუსუდან წულაია – მამაჩემისთვის წართმეული წილების დათმობას არ ვაპირებთ [ვიდეო]

ზუგდიდში, უნივერმაღ “ენგურის” ერთ-ერთი მეპატრონის ქალიშვილი პროკურატურას საქმის გარკვევას და მამის წილების უკან დაბრუნებას სთხოვს. რუსუდან წულაიას განცხადებით, მის ოჯახს უნივერმაღის წილების დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების პერიოდში, კონკრეტულად კი როლანდ ახალაიას კლანმა წაართვა.

რუსუდან წულაიას მტკიცებით, უნივერმაღის ე.წ მეპატრონე, დავით როგავა როლანდ ახალაიას ნდობით აღწურვილი პირი იყო, რომელთანაც ბოლო წლებში ურთიერთობა გაუფუჭდა. “ენგურის” წილების სანაცვლოდ როგავა წულაიების ოჯახს ასი ათას ლარს სთავაზობდა, თუმცა რუსუდან წულაიას განცხადებით მამის ჩარევით აღნიშნული წილების დათმობის სანაცვლოდ შემოთავაზებული თანხა არ აუღიათ.

“უნივერმაღ “ენგურის” დაცვა ჩვენს ოჯახს ძალიან დიდ ფასად დაუჯდა. ოჯახიდან სამი წევრი, მამა და ორი ძმები ციხეში ჩასვეს, ხოლო დედაჩემი დიაბეტით დაავადდა. არაფრის ფასად არ ვაპირებთ ჩვენი კუთვნილი ქონების დათმობას. უნივერმაღ “ენგურის” შენარჩუნება მამაჩემს, ჯერ კიდევ მხედრიონობის დროს სიმწრის ფასად დაუჯდა და ერთადერთი რაც მაშინ ზუგდიდს შემორჩა სწორედ ეს შენობა იყო. არაფრის ფასად არ ვაპირებთ დათმობას”-აცხადებს რუსუდან წულაია.

თავის მხრივ, ბიზნესმენი დავით როგავა ზუგდიდის ყოფილ საოლქო პროკურორ როლანდ ახალაიას, ყოფილ პროკურორ რომეო საჯაიას (ამჟამად ადვოკატი), ზუგდიდის მოსამართლე დავით კეკენაძისა და ბაჩო ახალაიას დასჯას ითხოვს. ამბობს, რომ უნივერმაღი “ენგური”, რომელიც აქციონერებისგან მან და მისმა მეუღლემ, ხათუნა კაკაჩიამ, შეიძინეს, როლანდ ახალაიამ წაართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხოვრება ღია ცის ქვეშ და განახევრებული სოციალური დახმარება [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი