STV
რეგიონი

სენაკში, ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეგოგიეში, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბეტონის საფარის მოწყობისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლეძაძამე-ფოცხოს საავტომობილო გზაზე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტო-ბეტონის საფარის დასაგებად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოხრეშვა-დატკეპნა, რომლის დასრულებისთანავე, დაიწყება ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების პროცესი.

18 ოქტომბრიდან, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყება.

სამუშაოების ღირებულება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს ,,არქეოპოლისი’’ ასრულებს, 1646 025 ლარს შეადგენს.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ბექა ვაჭარაძე: „ჩვენი მიზანია, ფოთში შეიქმნას კიდევ უფრო მეტი სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ აქტიურად და სასიამოვნოდ დროის გატარებას“

რედაქტორი

ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია ქალაქის ყველა უბანში შეიქმნას უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურა“

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი