stv-ს ინფორმაციით, წალენჯიხის მერის მოადგილედ, ენმ-ს წევრი, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან კონჯარია ინიშნება. ინფორმაციას ჩვენთან საუბარში თავად, ლევან კონჯარია ადასტურებს. კონჯარია აცხადებს, რომ უშუალოდ მერისგან აქვს აღნიშული შემოთავაზება, თუმცა არის სხვადახვა ტექნიკური და იურიდიული პროცედურები და დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„Მერის შემოთავაზება არის კი, გიდასტურებთ. Მე, ყოველთვის მიმსახურია ჩემი ხალხისთვის, უნდა ვემსახურო ახლაც. Როდიდან შევუდგები საქმიანობას ასე ვერ გეტყვით. არ ვიცი ჯერ. Შეიძლება ეს იყოს თებერვლიდან. Მერისგან არის შემოთავაზება. Მე კი მაქვს მზაობა, თუმცა სხვადასხვა პროცედურაა საჭირო, საკრებულოს სხდომა და ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით ვერაფერს დანიშნვნასთან დაკავშირებით, რა იქნება“, – განაცახდა ლევან კონჯარიამ STV-სთან საუბარში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან კონჯარია, რომელიც ამჟამად, ლევან ხაბეიშილის ფლანგშია, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვდასხვა საჯარო სამსახურში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. 2010-2014 წლებში, იყო ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე.
