STV
ყვითელი ამბები

“დისკრიმინაციული ენის” გამო, მერი პოპინსზე ასაკობრივი შეზღუდვა გაიზარდა

კინოკლასიფიკაციის ბრიტანული კომისიის (BBFC) გადაწყვეტილებით, კლასიკად ქცეულ ფილმზე მერი პოპინსი ასაკობრივი შეზღუდვა გაიზარდა. 1964 წელს გამოშვებული კინოსურათი აქამდე U (უნივერსალურ) კატეგორიას მიეკუთვნებოდა, მაგრამ ამიერიდან PG ნიშნულით (“მშობლის ზედამხედველობით სანახავი”) იქნება ნაჩვენები.

კომისიის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ფილმში გამოყენებული “დისკრიმინაციული ენაა”; ერთ-ერთი პერსონაჟი საკვამურის მწმენდავს ორჯერ მოიხსენიებს ტერმინით, რომელიც “თეთრკანიანი ევროპელების მიერ გამოყენებული დამამცირებელი სიტყვაა სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები მომთაბარე ხალხის აღსანიშნავად”.

“რადგან მერი პოპინსს ისტორიული კონტექსტი აქვს, დისკრიმინაციული ენის გამოყენებისთვის არ ვკიცხავთ”, — ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში, — “თუმცა, U-კატეგორიისთვის ეს შეუფერებელი ენაა. ამდენად, დისკრიმინაციული ენის გამო, მისი რეკლასიფიკაცია გახდა საჭირო”.

კომისია ასევე აცხადებს, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მაყურებლებს, განსაკუთრებით მშობლებს, ყველაზე მეტად აღელვებთ, “ბავშვებმა დისკრიმინაციული ენა არ მოისმინონ ან არ ნახონ დისკრიმინაციული ქცევა, რომელიც შეიძლება გაუაზრებლად გაიმეორონ”.

მსგავსი სიახლეები

დაპირების თანახმად ანა წითლიძე მამუკა მდინარაძეს უნდა ჩაეხუტოს

რედაქტორი

Tamada-ს პრესტიჟული გერმანული პროექტი Colors მსოფლიოს აცნობს

რედაქტორი

ჰარი პოტერის სერიალი 2026 წელს გამოვა

რედაქტორი