STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები საზოგადოება

წელს ზუგდიდში 9 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი სახლი აუშენდება – აქამდე ჯამში 160 სახლია აშენებული

ზუგდიდში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გრძელდება. მიმდინარე წელს 9 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი სახლი აუშენდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ მიიღო.

„2023 წლიდან სოციალური სახლები ახალი დიზაინით შენდება. განახლებული პროექტით გაზრდილია გაბარიტული ზომები, დაერთებულია კომუნიკაციები.

სახლების მშენებლობაზე გადაწყვეტილება ბენეფიციარებს ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მოადგილეებთან და ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” წევრებთან ერთად პირადად გააცნო.

ზუგდიდში 2015 წლიდან დღემდე 160 სოციალური სახლი აშენდა.ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2015 წელს, სპეციალური ჯილდო „წლის საუკეთესო პროექტი“ სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა“ – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი