,,ახალი წლის დღეების” ფარგლებში 27 დეკემბერს ღონისძიებას #წალენჯიხა უმასპინძლებს. ღონისძიებები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ იმართება.
ღონისიძიება წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. მოეწყობა სხვადასხვა დეკორაციები, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ, ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებს სანტა კლაუსი.
წალენჯიხაში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გასამართი ღონისძიებები გალა კონცერტითა დასრუდება. წალენჯიხაში ,,ღამის შოუს ბენდი” და ანსამბლი ,,ფორტე” იმღერებენ, კონცერტი კი ფოიერვერკით დასრულდება.
