STV
ამბები სვანეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

სვანეთში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, მესტია-ზუგდიდის საავტომობილო გზაზე, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე, შოთა ბიჭიამ სრულად გაითვალისწინა პროკურორის შუამდგომლობა, რომ არსებობდა ბრალდებულების მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რის გამოც მოსამართემ დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ერთ-ერთმა დაკავებულმა, რევაზ ოაკელიანმა, სხდომის მსვლელობისას დაადასტურა რომ რუსეთის მოქალაქეს ესროლა და განაცხადა, რომ თავს იცავდა და ამ მიზეზით, განახორციელა გასროლა. თუმცა რისგან იცავდა თავს მიზეზები არ დაკონკრეტა.

გამოძიება დაკავებულებს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობას, ყაჩაღობას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

საგამოძიებო ღონისძიებებისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც პროკურორის თქმით ეკუთვნის რევაზ პაკელიანს,, ასევე ვაზნები და მობილური ტელეფონი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს, 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ცნობისთვის, 5 იანვარს, ზუგდიდი-მესტიის გზაზე, ნაკრას მონაკვეთთან მოხდა თავდასხმა, სადაც რუს მოქალაქეს ესროლეს შემდეგ კი ცხედარი გადამალეს. ბრალდებულები პოლიციამ მეორე დღეს დააკავა.

მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი