STV
ამბები სამეგრელოდან მთავარი ამბები წარმატების ისტორია

წარმატებული სენაკელი ახალგაზრდა – ლევან კვაშილავა

გაგაცნობთ 24 წლის წარმატებულ სენაკელ მეწარმეს, ლევან კვაშილავას.

მიმდინარე წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთობლივი პროგრამის – „მწვანე და აგროსტიპენდიების“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 64 წარჩინებული სტუდენტს – 10 უნივერსიტეტიდან და 12 პროფესიული სასწავლებლიდან, მწვანე და აგროსტიპენდიები გადაეცა, რომელთა შორისაა, ჩვენი ქალაქის მკვიდრი, ახალგაზრდა მეწარმე, ლევან კვაშილავა.

ლევან კვაშილავა აფხაზეთიდან დევნილია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, პანდემიის პერიოდში, საცხოვრებლად, სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში გადმოვიდა.

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებებისა, მან აქტიური სამეურნეო საქმიანობა დაიწყო. ის ეგზოტიკური ფრინველების მოშენებით დაინტერესდა.

ლევანმა ეგზოტიკული ფრინველების ფერმა შექმნა. ამ ეტაპზე, 16 სახეობის დეკორატიული ქათმები, ასევე – წითელი ინდაურები, ფარშევანგები, იშვიათი ჯიშის იხვები მოაშენა.

ლევანმა, ასევე წარმატებით დაამთავრა ვეტერინარიის ფაკულტეტი – შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენაკის სასწავლო ცენტრში. ამ ეტაპზე სწავლობს კოლეჯში ,,ფაზისი“, სადაც ეუფლება ბაღჩეულისა და ბოსტნეულის დახურულ გრუნტში მოყვანის მიმართულებას.

ლევან კვაშილავა: ,,საქართველოს მთავრობა მეწარმეებისა და ფერმერების მხარდამჭერ არაერთ პროექტს ახორციელებს, რომლებმაც შედეგები სენაკის მუნიციპალიტეტშიც მოიტანა. მონაწილეობა მივიღე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომლის გამარჯვებული გავხდი და შესაბამისი დაფინანსებაც მოვიპოვე.

ჩვენთვის, ადგილობრივ მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია მსგავს საგრანტო პროექტებსა და სახელმწიფო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა.

სახელმწიფო, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, აქტიურად ვიყოთ ჩართულები საგანმანათლებლო, პროფესიულ ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვადასხვა სასწავლო კურსებში, სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებში, რაც ჩვენი საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“ – აღნიშნა ლევან კვაშილავამ.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი