STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

დავით ვერავა აბაშაში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მოადგილესთან და აბაშის მერთან ერთად აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მანამდე სახელმწიფო რწმუნებულმა მიმდინარე პროექტები და მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები აბაშის მერთან, მერის მოადგილეებთან და შესაბამისის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და აბაშის მერი გიგა გაბელაია ქალაქის #1 ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ახალი საბავშვო ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი და რეაბილიტაციის შემდეგ სრულად დააკმაყოფილებს სტანდარტებს. გარდა ამისა რეაბილიტაცია უტარდება სოფელ მაიდნის და სოფელ მარნის საბავშვო ბაღებს.

დავით ვერავა, ასევ გაეცნო სამიქაოს საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს. სამიქაოსთან ერთად ახალი, 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები შენდება სოფლებში: კეთილარი, ნაესაკოვო და სუჯუნა.

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

სახელმწიფო რწმუნებული, ასევე გაეცნო დავით კაჭარავას ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი და მეორე ჩიხების რეაბილიტაციის მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასევე ტროტუარები და გარე განათება. სამუშაოები 3500 მეტრზე მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი