STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები

წალენჯიხის მერიამ მემორიალური სტენდები ყვავილებით შეამკო

წალენჯიხის მერია ინფორმაციას ავრცელებს: „ევროპის დღე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმ ადგილებზე პატივისმიგებით აღინიშნა, სადაც მემორიალური დაფა გვამცნობს თუ ვინ შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას;
ეს არის ქ.წალენჯიხა, ქ. ჯვარი, ხოკო, ობუჯისა და ლიის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მემორიალური სტენდები ყვავილებით იქნა შემკობილი.

მთავარი ღონისძიება ქალაქ ჯვარში მელიტონ ქანთარიას საფლავთან შედგა, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ ევროკავშირის ფუნდამენტს, ევროპის ქვეყნებს შორის თანანშრომლობა წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია ომისა და კონფლიქტების დამარცხება, როგორც ევროპის კონტინენტზე ასევე მის გარეთ.

საქართველო არის ევროპის ნაწილი და იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც 75 წლის წინ გახდა ევროპკავშირის ქვეყნების გამაერთიანებელი” წერია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

რედაქტორი

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 134 წელი აღნიშნეს

რედაქტორი

დღეს ევროვიზიაზე ზუგდიდელი მარიამ შენგელია იმღერებს

რედაქტორი