STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები მსოფლიო

ტრამპი: აშშ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებებს წყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეიდან ის კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას წყვეტს.

ტრამპის უკმაყოფილების მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ კანადაში პოლიტიკური რეკლამა გავრცელდა, რომელშიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის საარქივო კადრები იყო გამოყენებული. რეკლამაში რეიგანი ტარიფების პოლიტიკას აკრიტიკებს.

„რონალდ რეიგანის ფონდმა ახლახან განაცხადა, რომ კანადამ თაღლითურად გამოიყენა გაყალბებული რეკლამა, სადაც რონალდ რეიგანი ნეგატიურად მოიხსენიებს ტარიფებს. რეკლამის ღირებულებამ 75 000 000 დოლარი შეადგინა. მათ ეს იმის გამო გააკეთეს, რათა ხელი შეუშალონ უზენაეს სასამართლოს და სხვა სასამართლოებს გადაწყვეტილების გამოტანაში. ტარიფები ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. აღნიშნული აღმაშფოთებელი საქციელის გამო კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება წყდება!“, – დაწერა ტრამპმა.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

11 ნოემბერს ,,აბაშობა” გაიმართება

რედაქტორი

წალენჯიხის მერის მოადგილეებად ბესიკ ფარცვანია და გიორგი კვარაცხელია დაინიშნენ

რედაქტორი

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 10 ნოემბრიდან დაიწყება

რედაქტორი