STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

განათლების რეფორმის მიხედვით, ერთსა და იმავე დისციპლინაში საერთო სახელმძღვანელო იქნება

სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას, დაწეროს სახელმძღვანელოები და ეს სახელმძღვანელოები დაინერგოს შემდეგი სტანდარტით: ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში ერთი და იგივე დისციპლინაში, – განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, სამინისტრომ გასული ექვსი თვის განმავლობაში, შერჩევითობის პროცედურის გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით.

„სისტემური და განახლებადი რესურსების ფარგლებში, ორი-სამი წლის განმავლობაში დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ამისთვის სამინისტრომ გასული ექვსი თვის განმავლობაში, შერჩევითობის პროცედურის გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით. სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას, დაწეროს სახელმძღვანელოები და ეს სახელმძღვანელოები დაინერგოს შემდეგი სტანდარტით: ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში ერთი და იმავე დისციპლინაში. აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელოები. ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთიანი ცნობადობა, ერთიანი ხარისხის უზრუნველყოფა, ერთიანი პროცესისადმი ხელმისაწვდომობა და, რაც მთავარია, იქნება გაზომვადობა უზრუნველყოფილი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის ოლქის დელეგატი ედიშერ თოლორაია გახდა

რედაქტორი

ზუგდიდის ტექნოპარკმა 2025 წლის ანგარიში წარადგინა

რედაქტორი

დავით კოდუა: მოხდება ანაკლია-განმუხურის საზღვაო კურორტის განვითარება მრავალი მიმართულებით

რედაქტორი