მომსახურების სააგენტოს აპლიკაციაში - „Service Agency“ რეგისტრირებულ პირებს, აპლიკაციის განახლების შემდეგ, უკვე შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების სტატუსის და მინიჭებული ქულების შესახებ

მომსახურების სააგენტოს აპლიკაციაში - „Service Agency“ რეგისტრირებულ პირებს, აპლიკაციის განახლების შემდეგ, უკვე შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების სტატუსის და მინიჭებული ქულების შესახებ. ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად საჭიროა, რეგისტრირებული მომხმარებელი გადავიდეს მართვის მოწმობის ველში, სადაც მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობის სხვა მონაცემებთან ერთად მითითებულია მართვის უფლების სტატუსი და მინიჭებული ქულა.
ვინც აპლიკაციით არ სარგებლობს, სერვისის მისაღებად საჭიროა:
1. ჩამოტვირთოს აპლიკაცია:
✔ App Store-დან - https://shorturl.at/qLP17
✔ Google Play Store-დან https://shorturl.at/oGLT4
2. შეიყვანოს პირადი მონაცემები;
3. აირჩიოს დოკუმენტი და გაიაროს ვიზუალური იდენტიფიკაცია;
4. დაასრულოს რეგისტრაცია.
მსგავსი სიახლეები

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

კობახიძე: კანდიდატის სტატუსის მინიჭება 12-ვე პუნქტის 100%-ით შესრულებას საერთოდ არც კი მოითხოვს, მეტიც უკრაინასა და მოლდოვას შარშან უკვე მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს




