stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიპოლიტიკა

კობახიძე: კანდიდატის სტატუსის მინიჭება 12-ვე პუნქტის 100%-ით შესრულებას საერთოდ არც კი მოითხოვს, მეტიც უკრაინასა და მოლდოვას შარშან უკვე მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს

04.07.2023 / 4 ივლისი 2023
კობახიძე: კანდიდატის სტატუსის მინიჭება 12-ვე პუნქტის 100%-ით შესრულებას საერთოდ არც კი მოითხოვს, მეტიც უკრაინასა და მოლდოვას შარშან უკვე მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის შესაძლო არმიღებას, რა თქმა უნდა, ეს იქნება ცუდი სიგნალი რუსეთისთვის. შარშან ივნისშიც ეს იყო ცუდი სიგნალი და წელსაც, თეორიულად რომ დავუშვათ ასეთი გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ეს იქნება ძალიან ცუდი სიგნალი. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ პოზიტიური სიგნალი იქნება გაგზავნილი ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის, როგორც მოყვრისთვის, ასევე არამოყვრისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იქნება თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება? შინაარსით ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. თავიდან იქნება წარმოდგენილი ევროკომისიის ანგარიში შესრულებასთან დაკავშირებული, მინდა შეგახსენოთ, რომ 12-ვე პუნქტის სრულ შესრულებას საერთოდ არც კი მოითხოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭება. უფრო მეტიც, უკრაინასა და მოლდოვას შარშან უკვე მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს. იმ შემთხვევაშიც თქვეს, რომ ანალოგიურად დაახლოებით 75% არის შეუსრულებლობა, თუ ხისტად გავყვებით, მაგრამ მათ უკვე მინიჭებული აქვთ კანდიდატის სტატუსი. ასეთი მოთხოვნა არც კი დაუყენებია ვინმეს, რომ 100%-ით უნდა შესრულდეს 12-ვე პრიორიტეტი, რათა საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმალურად დეტალურად გავყევით 12-ვე პუნქტს და ეს იყო ჩვენი ამოცანა, რომ შეგვექმნა მაქსიმალური საფუძველი კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის. გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, ერთი რისკი ისაა, რომ არის 27-ვე ქვეყანა და სრული კონსენსუსით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საკმარისია, ერთი ქვეყანა გადგეს განზე, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭოს. პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია, მაგრამ დავიტოვოთ იმედი, რომ შარშანდელი ივნისისგან განსხვავებით, წელს მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კობაძიძემ.

Banner 1
წინა პოსტი

დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ახალგაზრდების მდგომარეობა მძიმეა

შემდეგი პოსტი

გარემოს ეროვნული სააგენტო – შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირი ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

შალვა პაპუაშვილი: ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც 12 აგვისტოს დასრულებულა, ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ერთი სანტიმეტრი მაინც იქნება ოკუპირებული

ირაკლი კობახიძე: საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს სამი წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ

ირაკლი კობახიძე: საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს სამი წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026