stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ჩხოროწყუს  მერი  ჯუმბერ იზორია  სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

19 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1590

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4295

დღის ამბები

2578

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

124

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

210

სამართალი

181

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიდღის ამბები

გოგა გულორდავა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს

29.01.2026 / 29 იანვარი 2026
გოგა გულორდავა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 2026 წლის 29 იანვარს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

გოგა გულორდავას 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. კომუნიკაციების კომისიამდე, იგი 2 წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ტელეიმედში“ ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2020 წლიდან 2025 წლამდე კი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის მრჩეველი, შემდგომ კი, ამავე უწყებაში, შიდა აუდიტის დირექტორი იყო. 2016-2020 წლებში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2013-2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

პროფესიით გოგა გულორდავა იურისტია, მან 1995-2000 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს გოგა გულორდავას გავლილი აქვს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტორებისა და პროკურორების სასწავლო კურსები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში. გარდა ამისა, ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის დეკემბერში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტმა ComCom-ის წევრად 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდის მერია სოციალურ ქსელში მაცაგაროვის ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება

შემდეგი პოსტი

სენაკის მერმა მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

ხობის საკრებულოს თავმჯდომარედ გოჩა ქაჯაია აირჩიეს

ხობის საკრებულოს თავმჯდომარედ გოჩა ქაჯაია აირჩიეს

გოგა გულორდავა: წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას

გოგა გულორდავა: წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას

დღის ამბები

ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

100 წლის გიორგი მებონიას მარტვილის მერმა იუბილე მიულოცა

ნაწულუკუს და ჭიტაწყარის სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

ზუგდიდის ყოფილი მერი, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკას ტოვებს

წალენჯიხაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს